Sunday, July 19, 2015
მეცხრე დღე
დღეს ტრენინგის მეცხრე დღეა. ამ ცხრა დღემ ბევრი საჭირო და პრაქტიკული ცოდნა შემძინა, რასაც აუცილებლად გამოვიყენებ ჩემს შემდგომ მუშაობის პერიოდში. დღესაც რამდენიმე საინტერესო უნარი შევიძინე, როგორიცაა მაგ. ბლოგის გვერდზე სხვადასხვა ლინკის ჩამატება და სლაიდზე ფაილის ჩაშენება. მინდა მადლობა ვუთხრა თამუნას(ჩემს ტრენერს) საინტერესო და მეგობრული ურთიერთობისთვის.
Saturday, July 18, 2015
მერვე დღე
დავასრულე პროექტზე მუშაობა, ყველა მასალა ავტვირთე შესაბამის საქაღალდეებში და გამოვაქვეყნე ბლოგზე. ვისწავლე ბლოგზე ახალი გვერდის ჩამატება და სხვა შესაძლებლობები.
Wednesday, July 15, 2015
ტრენინგის მეშვიდე დღე
დღეს ვიმუშავე მოსწავლის სავარაუდო ნაშრომზე, google-ში მოვიძიე სურათები და საჭირო ინფორმაცია და ავაწყეთ პრეზენტაცია power point-ში. ასევე ვისწავლე როგორ ჩავსვა კვლევის მონაცემები სლაიდში და დიაგეამების აგება.
Sunday, July 12, 2015
მეექვსე დღე
დღეს ვისწავლე კვლევის ფორმების შექმნა ინტერნეტ რესურსების გამოყენებით, როგორ შევქმნა ჩემთვის სასურველი ფორმა, მივცე სასურველი დიზაინი და გადავუგზავნო რამდენიმე ადამიანს. ეს რა თქმა უნდა გამომადგება მოსწავლეთა გამოკითხვისთვისაც და ასე სხვა ადამიანების, ვისი აზრიც მაინტერესებს. ასევე დაგვევალა გავაკეთოთ მონახაზი მოსწავლის სავარაუდო ნამუშევრის შესაქმნელად.
Saturday, July 11, 2015
მეხუთე დღე
დღეს დავასრულე პროექტის გეგმის შევსება, ვნახე პრეზენტაციის ნიმუშები და გავაკეთე პროექტის პრეზენტაცია POWER POINT-ში. პროექტზე მუშაობა საკმაოდ შრომატევადია , მაგრამ ასევე ბევრის მომცემი და საინტერესო.
Thursday, July 9, 2015
მეოთხე დღე
გავეცანით მეორე მოდულს. შევავსეთ პრეზენტაციის გეგმის ნიმუში. განვიხილეთ ზოგადი, თემატური და შინაარსობრივი კითხვები. ასევე გავეცანით პროექტის შეფასების გეგმას, რომელიც დროშია გაწერილი, რადგან პროექტი უნდა შეფასდეს როგორც მის დაწყებამდე, ასევე მსვლელობისას და დასასრულს.
Sunday, July 5, 2015
მესამე დღე
ტრენინგის მესამე დღეს გავიხსენეთ გუგლში და ბლოგზე მუშაობა, გამოვაქვეყნეთ პროექტის თემის სათაური ჩვენს ბლოგზე. გუგლში ავტვირთეთ ფაილები. შემდეგ გადმოვწერეთ ბუკლეტის შაბლონი და გავამზადეთ. შემდეგ ავტვირთეთ პროექტის რესურსების საქაღალდეში.
Saturday, July 4, 2015
ტრენინგის მეორე დღე
გავიხსენეთ ფოსტაზე რეგისტრაცია, ვისწავლეთ გუგლ დრაივზე საქაღალდეების შექმნა. ასევე გავიხსენე ბლოგის შექმნა და გავხსენით ახალი ბლოგი.
Subscribe to:
Posts (Atom)