Sunday, July 19, 2015

მეცხრე დღე

დღეს ტრენინგის მეცხრე დღეა. ამ ცხრა დღემ ბევრი საჭირო და პრაქტიკული ცოდნა შემძინა, რასაც აუცილებლად გამოვიყენებ ჩემს შემდგომ მუშაობის პერიოდში. დღესაც რამდენიმე საინტერესო უნარი შევიძინე, როგორიცაა მაგ. ბლოგის გვერდზე სხვადასხვა ლინკის ჩამატება და სლაიდზე ფაილის ჩაშენება. მინდა მადლობა ვუთხრა თამუნას(ჩემს ტრენერს) საინტერესო და მეგობრული ურთიერთობისთვის.

Saturday, July 18, 2015

მერვე დღე

დავასრულე პროექტზე მუშაობა, ყველა მასალა ავტვირთე შესაბამის  საქაღალდეებში და გამოვაქვეყნე ბლოგზე. ვისწავლე ბლოგზე ახალი გვერდის ჩამატება და სხვა შესაძლებლობები.

Wednesday, July 15, 2015

ტრენინგის მეშვიდე დღე

დღეს ვიმუშავე მოსწავლის სავარაუდო ნაშრომზე, google-ში მოვიძიე სურათები და საჭირო ინფორმაცია და ავაწყეთ პრეზენტაცია power point-ში. ასევე ვისწავლე როგორ ჩავსვა კვლევის მონაცემები სლაიდში და დიაგეამების აგება.

Sunday, July 12, 2015

მეექვსე დღე

 დღეს ვისწავლე კვლევის ფორმების შექმნა ინტერნეტ რესურსების  გამოყენებით, როგორ შევქმნა ჩემთვის სასურველი ფორმა, მივცე სასურველი დიზაინი და გადავუგზავნო რამდენიმე ადამიანს. ეს რა თქმა უნდა გამომადგება მოსწავლეთა გამოკითხვისთვისაც და ასე სხვა ადამიანების, ვისი აზრიც მაინტერესებს. ასევე დაგვევალა გავაკეთოთ მონახაზი მოსწავლის სავარაუდო ნამუშევრის შესაქმნელად.

Saturday, July 11, 2015

მეხუთე დღე

დღეს დავასრულე პროექტის გეგმის შევსება, ვნახე პრეზენტაციის ნიმუშები და გავაკეთე პროექტის პრეზენტაცია POWER POINT-ში. პროექტზე მუშაობა საკმაოდ შრომატევადია , მაგრამ ასევე ბევრის მომცემი და საინტერესო.

Thursday, July 9, 2015

მეოთხე დღე

გავეცანით მეორე მოდულს. შევავსეთ პრეზენტაციის გეგმის ნიმუში. განვიხილეთ ზოგადი, თემატური და შინაარსობრივი კითხვები. ასევე გავეცანით პროექტის შეფასების გეგმას, რომელიც დროშია გაწერილი, რადგან პროექტი უნდა შეფასდეს როგორც მის დაწყებამდე, ასევე მსვლელობისას და დასასრულს.

Sunday, July 5, 2015

მესამე დღე

ტრენინგის მესამე დღეს გავიხსენეთ გუგლში და ბლოგზე მუშაობა, გამოვაქვეყნეთ პროექტის თემის სათაური ჩვენს ბლოგზე. გუგლში ავტვირთეთ ფაილები. შემდეგ გადმოვწერეთ ბუკლეტის შაბლონი და გავამზადეთ. შემდეგ ავტვირთეთ პროექტის რესურსების საქაღალდეში.